ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება.
არაბიძემ 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა.
აღსანიშნავია, რომ მერი 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.
წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
შემთხვევით "არ მოწონებას" დავაჭირე!
ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!