მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!

AutoSharing Option
მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!

კესარია მგელაძემ, ფიდეს სახელით მოთამაშე რუსი, ანა ჟუროვა დაამარცხა და, 4,5 ქულით, აიან ალახვერდიევასა (აზერბაიჯანი) და უმიდა ომონოვასთან (უზბეკეთი) ერთად პირველ ადგილზეა!

მეექვსე ტურში, შავი ფიგურებით, კესარია სწორედ ალახვერდიევას დაუპირისპირდება.
ანასტასია კირთაძემ სომეხ ავი ავტისიანს მოუგო. მის ანგარიშზე 3,5 ქულაა.

მომდევნო ტურში ის ანა ჟუროვას შეხვდება.

გამარჯვებები ჭაბუკებმაც გვაჩუქეს - ლუკა კილაძემ ინდოელი დიდოსტატი - ა. რ. ილამპარტი დაამარცხა, აკაკი ყალიჩავამ კი არჟუნ არდირედს მოუგო.

წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე!
მანფრედ კალცი
21:46 02-03-2025
1
წარმატებები ქართველებს!
ჯონი1
02:50 03-03-2025
0

სიახლეები პოპულარული