საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთს სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

D ჯგუფში ჩატარებულ პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა.

თავიდან საქართველოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 5:5 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ქართველი წყალბურთელები უპირატესობას დაეუფლნენ და იმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან გოლები ბარალდიმ, ბითაძემ, ვაპენსკიმ (3), ჯახაიამ, ბაღათურიამ, მაგრაქველიძემ და იმნაიშვილმა გაიტანეს.

ამ მოგებით რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა, ფაქტობრივად, საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრა გაინაღდეს.

16 იანვარს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება, 18 იანვარს კი - იტალიას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ ბიჭებს! რომელ ადგილზე უნდა გავიდეთ, რომ ოლიმპიადაზე მოვხდეთ? ისე მე მომეჩვენა თუ მსაჯი ცოტა ჩვენსკენ იყო?დ
Mmm
15 იანვარი 2020 16:26
3
მსაჯობა იყო ძალიან მაგარი
დიმა
15 იანვარი 2020 12:13
0
vulocav chvens bichebs da vusurveb carmatebebs! ra mainteresebs ... aaqvt shansi chvens bichebs olimpiadaze,rom miigon monacileoba?
oto
15 იანვარი 2020 09:13
0
ვაკეთებ ჩემს კომენტარზე პასუხის კოპირებას >>>>>არ გინდა ეგ შედარება, საფრანგეთს რო უგებ წყალბურთში,არ ნიშნავს იმას რო მაღალი დონის გუნდია.ფეხბურთ ყველა ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა და პროფები თამაშობენ>>>>>>> ვინმეს თუ გაქვთ დრო გაანათლეთ ჩემი თხოვნა იქნება
ნოდო
15 იანვარი 2020 08:43
6
მიდით ბიჭებო პოზიტიურად!
დეპრესია
15 იანვარი 2020 02:21
0
მდგომარეობა როცა აუზების რაოდენობა შედეგის გარანტი არ არის მთავარია სული და გული ჩადო და მერე რა რო ქვეყანაში მხოლოდ ერთი სტანდარტული აუზია აჩვენეთ ამ ბიჭების გმირობა ვაი ფეხბურთელებს და იქნებ არ იწუწუნონ ირლანდიის ნაირ გუნდებთან თამაშის წინ ამდენი სტადიონი აქვთო
ნოდო
14 იანვარი 2020 23:48
3
არ გინდა ეგ შედარება, საფრანგეთს რო უგებ წყალბურთში,არ ნიშნავს იმას რო მაღალი დონის გუნდია.ფეხბურთ ყველა ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა და პროფები თამაშობენ
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
15 იანვარი 2020 03:12
16
ხმამაღლა და ჯიგრულად ჟღერს მაგრამ რომ დაუკვირდე დილეტანტური დამოკიდებულებაა. ესე რომ იყოს რაში გვჭირდება ფედერაციები და ინფრასტრუქტურა, გამოიყვანე 11 ან 15 ჯიგარი და მოიგებ:) ფედერაციის ბოსებსაც შეუძლიათ ფეხი ფეხზე გადაიდონ და სპორტსმენებს შემოუძახონ გაინძერით ბიჭებოო. მე არსად გამიგონია ფეხბურთელებს ეწუწუნოთ, ირლანდიას თუ დანიას ბევრი მოედანი აქვსო, გამოდიან და რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ ბოლომდე. თუ შედეგი გინდათ უნდა აშენოს ქვეყანამ მოედნები აუზები და სტადიონები, თუ არადა მხოლოდ ჯიგრის იმედზე იყავით:))
Valderrama
15 იანვარი 2020 02:07
9
გილოცავთ ბიჭებო და წარმატებები
კახა ქ.
14 იანვარი 2020 22:24
0
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ ჩომახიძეს ფრანგების დამარცხება ჩვენი ნაკრებისათვის 12 საუკეთესოთა შორის შესვლას ნიშნავს. მადლობა და წარმატება.
G.LA
14 იანვარი 2020 21:08
0
გილოცავთ წარმატებები ყველა თამაშზე
gigi
14 იანვარი 2020 20:29
0

სიახლეები პოპულარული