საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის (9:7) ნაკრების ძლევის შემდეგ "პირველ არხთან" კომენტარი გააკეთა.
"მძიმე თამაში იყო. ჩვენმა გუნდმა ბოლომდე გაძლო და პირიქით, მეორე ნახევარში გავიმარჯვეთ, რეალურად იქ მოვიპოვეთ მოგება, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გავუძლოთ ასეთ ტემპს. რაც ეხება უშუალოდ შედეგს, ეს მოგება ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი იყო. ევროპის პირველობაზე 12 გუნდში მოვხვდით, მაგრამ ამით ევროპის ჩემპიონატი არ მთავრდება, ეს განწყობა ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ", - განაცხადა რევაზ ჩომახიძემ.