16 იანვარს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდება.
საქართველოსა და საბერძნეთს შორის შეხვედრა ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს 9:7 სძლია და ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი დაიმკვიდრა.