ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა წყალბურთელებმა თურქეთი დაამარცხეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation

22 იანვარს, ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

ქართველმა წყალბურთელებმა ჩვენი სამხრეთ-დასავლელი მეზობელი 6 ბურთის სხვაობით დაამარცხეს - 12:6. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3-3 გოლი მიხეილ ბაღათურიამ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს, დუბლი შეასრულა ხვიჩა ჯახაიამ, ხოლო 1-1 გოლი დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, გიორგი მაგრაქველიძემ და ბორის ვაპენსკიმ გაიტანეს.

ჩვენი ნაკრების მეტოქე გერმანია იქნება.

მე-9-მე-10 ადგილებისთვის მატჩს საქართველოს წყალბურთელთა გუნდი 24 იანვარს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც უნდა
დასრულდეს ის შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გენაცვალეთ თქვენ! 4.000.000 -ანი ქვეყანა ტავის სიტყვას რომ ამბობს მსოფლიო სარბიელზე იმათთან, ვინც ისტორიულად შენს გადაყლაპვას ცდილობდა (სამხრეთელიც და ჩრდილოეთელიც) და ამ გველეშაპებს ისევე როგორც წინა საუკუნეებში აჩოქებს და უდიდესი პატივისცემით განაწყობს საკუთარი თავის მიმართ, იმ ერს გაუმარჯოს ბიჭებო თქვენი ღირსეული სახით!!!
soxumeli veterani
20:28 22-01-2020
4
გილოცავთ გამარჯვებას ბიდჭებმა კარგად ითამაშეს და სულწარმატები ქონდეთ
გიგი
17:50 22-01-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული