fb.com/georgianaquaticsportsnationalfederation/

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციაში სასიხარულო ცნობა მოვიდა - საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში ოფიციალურად მიიწვია.

- ეს შეჯიბრება 20-26 მარტს ჰოლანდიურ როტერდამში გაიმართება, - გვითხრა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ. - ტოკიოს ოლიმპიადის სამ ან ოთხ საგზურს (ბოლომდე არ არის დაზუსტებული) მსოფლიოს 12 გუნდი გაითამაშებს. ესენი არიან: კანადა, ბრაზილია, ირანი, ყაზახეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ხორვატია, რუსეთი, საქართველო, გერმანია, ჰოლანდია და რუმინეთი ან აფრიკის რომელიმე გუნდი. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 20 თებერვალს გაიმართება და მეტოქეთა ვინაობასთან ერთად შეჯიბრების ფორმატიც ზუსტად გვეცოდინება...

- ბატონო რეზო, ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველად წლეულს ჩვენი ვაჟთა ნაკრები ევროპის პირველობის 10 საუკეთესოში მოხვდა. ეს დიდი წარმატებაა. შეჯიბრების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. როცა მძიმე ორთაბრძოლები უკან დარჩა, როგორი შეგრძნება გაქვთ - ამოცანა შეასრულეთ?

- 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის სპეციფიკური მომზადება გავიარეთ. უპირველესად ის უნდა გამოვყო, რომ ნაკრებს ორი ახალი მაღალი კლასის წყალბურთელი შემოემატა - ფაბიო ბარალდი და ბორის ვაპენსკი, რამაც ჩვენი თამაშის ტაქტიკური სქემა შეცვალა. მერე ნაკრების ყველა წევრს თბილისის "დინამოში" მოვუყარეთ თავი და საშეჯიბრებო გამოცდილების მისაღებად ჩემპიონთა ლიგაში ჩავებით. რამდენიმე სქემა მოვსინჯეთ, ბოლოს მწვრთნელებ-მოთამაშეებთან ერთად შევჯერდით ერთზე, რომელსაც მთავარი ამოცანის შესრულებამდე უნდა მივეყვანეთ. ჩვენმა ექსპერიმენტებმა გაამართლა, თუმცა მას უარყოფითი მხარეებიც ახლდა: ჩვეულებრივ, ამგვარ ტურნირებზე გუნდები მატჩიდან მატჩამდე უმატებენ თამაშის ტემპსა და ხარისხს, ჩვენ კი პირიქით - სტარტზევე მომზადების პიკზე ვიყავით, რადგან იმ პაექრობაში წყდებოდა ევროპის 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრის ბედი.

- ალბათ, საფრანგეთთან მატჩს გულისხმობთ...

- რა თქმა უნდა. ევროპის პირველობამდე ერთი კვირით ადრე მონტენეგროს საერთაშორისო ტურნირზე ვითამაშეთ. იქ მეორე ტურში გადაიკვეთა ჩვენი და კონკურენტ საფრანგეთის გზები. ვიცოდით, რომ ერთ კვირაში ფრანგი წყალბურთელების ორჯერ ძლევა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ პოდგორიცის ტურნირი დაზვერვისთვის, ანუ ფრანგებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად და სათამაშო პრაქტიკის გასამდიდრებლად გამოვიყენეთ. უნდა გითხრათ, რომ საფრანგეთიც ამასვე ცდილობდა, ამიტომ იმ შეჯიბრებაზე არც ერთ გუნდს ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშია. ამის მიუხედავად, მონტენეგროში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფრანგებს შესანიშნავი ნაკრები ჰყავთ და ევროპის ჩემპიონატზე რვა საუკეთესოში მოხვედრას გეგმავდნენ. ჩემი აზრით, მათი შეცდომა ის იყო, რომ სერიოზულ მეტოქედ არ მიგვიჩნიეს - ჯერ კიდევ 14 იანვრამდე მერვედფინალურ მოწინააღმდეგეზე ფიქრობდნენ. ამ მომენტით ვისარგებლეთ და მეტოქე დავსაჯეთ. ფრანგებმა შვიდ გოლზე მეტი ვერ გაგვიტანეს. ცხადია, ეს, უმთავრესად, ჩვენი გუნდის კარგი თამაშის შედეგია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ფრანგებმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს. რაც მთავარია, უპირველესი მიზანი შევასრულეთ, მაგრამ ამას უარყოფითი მოვლენებიც მოჰყვა - გუნდმა ფიზიკური კონდიციები ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და ჩემპიონატის მეორე ნახევარში დაღმასვლა დაგვეტყო - მეორე უმნიშვნელოვანეს მატჩზე დაღლილი გუნდი მივიდა.

- მგონი, იტალიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვით, რომ ამაყობთ თქვენი ბიჭებით...

- დიახ, ასეა, ბიჭებმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღეს. მართალია, ჩემპიონატის ფავორიტებთან - იტალიასა და საბერძნეთთან მატჩები წავაგეთ, მაგრამ ძალისხმევა არ დაგვიკლია და კარგი წყალბურთი ვაჩვენეთ.

- რვა საუკეთესოში მოსახვედრად რუსეთის ნაკრებთან მოგება თუ შეიძლებოდა?

- ანგარიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, რუსებს ამ ეტაპზე ჩვენზე ძლიერი გუნდი ჰყავთ. ამიტომ იმ მატჩში რაც ჩვენმა წყალბურთელებმა გააკეთეს, ნამდვილად შექების ღირსია. პაექრობა ერთი ბურთის სხვაობით წავაგეთ.

- სამაგიეროდ, თურქეთის გუნდს სძლიეთ სოლიდური სხვაობით.

- ამის მიუხედავად, სწორედ იმ ორთაბრძოლიდან დაგვეწყო პრობლემები. ავად გაგვიხდა ფაბიო ბარალდი და იმ დღეს საერთოდ აუზში არ ჩასულა, ხოლო მიშა ბაღათურიამ ცოტა ხანს ითამაშა, არადა, მასაც მაღალი სიცხე ჰქონდა.

- პრობლემების მიუხედავად, თურქებთან 12:6 გაიმარჯვეთ და მეცხრე ადგილისთვის გერმანელებს დაუპირისპირდით. მესამე პერიოდის მიწურულამდე ალემანებთანაც ყველაფერი კარგად მიდიოდა - ოთხი ბურთითაც დაწინაურდით. დროის დარჩენილ მონაკვეთში რა მოხდა?

- ბარალდიმ და ბაღათურიამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს. თანაც, როგორც გითხარით, გუნდს დაღლილობა დაეტყო და რიტმი ვერ შევინარჩუნეთ. გერმანელებმა კი პირიქით - სწორედ ჩემპიონატის მეორე ნახევარში მიაღწიეს მომზადების პიკს. თუმცა უიღბლობა რომ არა, იმ თამაშის მოგება შეიძლებოდა.

ყოველივეს მიუხედავად, მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იყო როგორც შედეგის, ისე თამაშის ხარისხითაც. ახლა მთავარია, ის დონე შევინარჩუნოთ და ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც 4 თებერვალს განახლდება, ფიზიკური კონდიციები გავაუმჯობესოთ და თამაშის ტაქტიკური სქემა გადავახალისოთ, რომ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირს მომზადებული და ახალი შემართებით შევხვდეთ. როგორც შეჯიბრების შემადგენლობიდან ჩანს, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი მინიმალურია, მაგრამ რადგანაც არის, უნდა გამოვიყენოთ!..

წყარო: lelo.ge

Mmm
საბერძნეთს, ხორვატიას და მონტენეგროს ვერ მოუგებთ, კანადა ბრაზილია არ ვიცი რა დონეა ოლუმპიადა არ გამოვა, მარა მონაწილეობა ამ შესარჩევში ალბათ სამომავლოდ წაგვადგება.
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"ასეთი მეკარით დიდ ტიტულებს ვერ მოიგებ" - ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა შევალიე გააკრიტიკა
"მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე" - ხესემ ალ ხელაიფზე ისაუბრა
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
მას ნეაპოლში ახალ "კვარას" უწოდებდნენ - ლანგი კარიერას "გალათასარაიში" გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის სუპერმატჩი - სანდრომ "საკრამენტოსთან" სასტარტო ხუთეულში ითამაშა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" ისევ დაკარგა ქულები
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
[VIDEO] მიურნიეკსთან ვერაფერს გავხდით - უამრავი გამოუყენებელი მომენტი და საქართველოს ნაკრების მარცხი ლატვიასთან
[VIDEO] რონალდო არ ჩერდება - პორტუგალიელმა კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა
[VIDEO] ევრო 2026. ცხოვრებაძე ისევ შეუჩერებელი იყო - საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ეს მოგება ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი იყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს რევაზ ჩომახიძე გაწვრთნის
რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ
ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე