წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები.
A ჯგუფი: საქართველო, კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი, აზიის ზონის გამარჯვებული
B ჯგუფი: ხორვატია, ჰოლანდია, აზია 2, რუსეთი, გერმანია, არგენტინა
ტურნირი, რომელშიც ჩვენი გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას, 23-29 მარტს, როტერდამში გაიმართება, სადაც 3 ლიცენზია გათამაშდება.
გასულ თვეში დასრულებულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები მე-10 ადგილზე გავიდა, რაც მისი საუკეთესო შედეგია.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე დაუშვეს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ისტორიული შედეგი და მომავლის პერსპექტივა