3 მარტს თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ჩემპიონთა ლიგის მატჩი "დინამოსა" და "მარსელს" შორის, კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო,

ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის "დინამოსა" და ფრანგულ კლუბ "მარსელს" შორის, საცურაო აუზ "ოლიმპიკში" ჩატარდეს მაყურებლების გარეშე".

არადა, 26 მარტს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსს მასპინძლობს და თუ ვითარება არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, ეს ისტორიული დაპირისპირებაც მაყურებლების გარეშე გაიმართოს.

G.LA
ხომ არ გიფრიკინებთ? სამი კაცი მთელ ქვეყანაში კარანტინს და სახლიდან გამოუსვლელობას უნდა ნიშნავდეს?
h
..... ჭამე
ექსპერტი
ახლა კიდევ შენი კორონა გვაკლია!! ის 3-ც გვეყოფა !!
buba
100%-იანი ხარ ნოდო!!
abgd
დებილები ხართ რა
ნოდო
საკუთარი ჯანმრთელობა არ განაღვლებს კაი სხვისას რას ერჩი? არ უნდა მაგას პროფესორობა რო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა აიკრძალოს თავ შეყრა პრევენციის მიზნით და არა იმის გამო არის თუ არა იმ ქალაქში ან ყვეყანაში მომატებული რისკი თორე თუ წავიდა და პანდემიად გადაიქცა ხო გალანღღავთ მთავრობას სად იყავი აქამდეო ოცნების მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ მარა რისკი რომ არ არსებობდეს თავი მაინც უნდა დავიცვათ და ევროპის ჩემპიონატზე (სადაც ჯერ გასასვლელები ვარტ) არ უნდა გირჩევნოდეს ინფექციის პანდენიად გადაქცევის რისკი
საქართველო
მე პირადად მზად ვარ ევროპის ჩემპიონატის საგზური კორონაში გავცვალო.ოღონდაც ჩვენ იქ გავიდეთ და პირადად მე შემხვდეს კორონა ვირუსი,ისე რომ სხვას არაფერი დაუშავდეს მზად ვარ.ამას ვამბობ სერიოზულად :)
h
ეს იმ უცნაური ხალხით დასახლებული ქვეყანაა რომელსაც მართლა მიშა უნდა მართავდეს და შიშში აცხოვრებდეს. დემოკრატია არაა ქართველებისთვის. ან ეს რა მონური ფსიქოლოგიაა გვაქვს, რომ თუ რომელიღაც საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა არ მიგითითა თამაში უმაყურებლოდ ჩაატარეო მაშინ ჩვემ რა უფლებით ვიღებთ გადაწყვეტილებას. სულ არ კიდია საერთაშორისო ფედერაციის ვიღაც ჭ კლასის ჩინოვნიკს ჩვენ აქ ერთმანეთს რას გადავდებთ და რა მოგვივა. რაც შეეხება ფეხბურთს უეფამაც რომ არ მოგვცეს დირექტივა თუ საჭიროდ ჩათვლის ქართული მხარე ფეხბურთიც უმაყურებლოდ ჩატარდება, რადგან მთავარი ადამიანების სიცოცხლეა და არა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
emigranti
არავის აუკრძალია, რეკომენდაცია მისცეს. ეჭვი არაა, რომ თუ საერთოდ არ გავალთ ქუჩაში, არც არაFერი მოგვივა და ბარემ სახლში დაგვსვით. დაავადებულთა პროცენთული მაჩვენებელი საქართველოში იმდენად დაბალია(შესაძლოა ის სამი ადამიანიც ზედმეტი სიფრთხილის გამო გამოკეტეს), რომ თამაშებზე დასწრების აკრძალვა მაზოხიზმს ემგვანება. მთელი ქვეყანა ელოდება ბელორუსთან თამაშს და თქვენ გინდათ უმაყურებლოდ ჩაატაროთ? ხომ არ გავიწყდებათ, რომ მაყურებელი მეთორმეტე ფეხბურთელია მოედანზე, მეტი თუ არა. თუ საერთაშორისო დონეზე არ იქნება აკრძალვა არ გაბედოთ უმაყურებლო თამაშის ჩატარება. მაგას საერთOდ გადადება ჯობს ბევრად.
Kkk
კი მარა თუ საერთაშორისო ფედერაცია არ მოითხოვდა მაყურებელთა არ დასწრებას ამ ბეყეირათი ჩხენკელის კანტორამ რატომ აუკრძალა მაყურებლებს დასწრება?
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ბრეშიასთან" დამარცხდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში დამარცხდა
"დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა
თბილისის "დინამომ" "იადრანი" დაამარცხა [VIDEO]
თბილისის "დინამო" "ბარსელონეტასთან" დამარცხდა