ტოკიო 2020. საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიას მოუგო და პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია 12:8 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

ჩვენი გუნდიდან გოლები შუშიაშვილმა (3), ელეზიმ (3), ვაპენსკიმ (2), ბარალდიმ (2), იელაჩამ და ჯახაიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 10:11 დამარცხდა; შემდეგ ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა, რადგან თურქეთის გუნდი კორონავირუსის გამო ვერ გამოცხადდა; კანადას კი 14:11 სძლია.

პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

18 თებერვალს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში, ჩვენი გუნდი ლიდერ მონტენეგროს შეხვდება. შეგახსენებთ, ტოკიოს საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

2020. საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიას მოუგო და პლეი-ოფში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />ტოკიო 2020. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადას სძლია
მკითხველის კომენტარები / 7 /
და რო დაწეროთ რა სპორტზეა საუბარი არა?
ვინც არ ვიცით ვიმკითხაოთ?
ბექა
12:44 18-02-2021
5
ნაკრებში თუ ქართველი აღარ გვეყოლება და ლეგალიზებული უცხოელების ხარჯზე გავალთ, არანაირი ფასი არა აქვს ესეთ წარმატებას.
გია
09:17 18-02-2021
13

სიახლეები პოპულარული