25:5 - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბელარუსი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წყალბურთში ევროპის 2022-ის შესარჩევ ეტაპს, B ჯგუფში თბილისი მასპინძლობს და პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 25:5 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან 6 გოლი ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა, ოთხი ბორის ვაპენსკიმ, ხოლო სამი მარკო ელაჩამ.

ჯგუფში აგრეთვე პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები ასპარეზობენ და ოთხი გუნდიდან 2 საუკეთესო გავა. დღეს პოლონეთმა სლოვაკეთს 25:6 სძლია.

19 თებერვალს დეიან სტანოიევიჩის გუნდი პოლონეთს შეხვდება.

ევროპირველობა 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება და საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბელარუსებს აუზში ჩასვლის შეეშინდა თუ რა იყო რა ანგარიშია? DDD
G.LA
11:48 19-02-2022
0
პოლონეთმა მოუგო სლოვაკეთს? თუ პირიქით?
გია
10:41 19-02-2022
0

სიახლეები პოპულარული