ბუდაპეშტში, წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 14:18 დამარცხდა.
თავიდან ჩვენმა გუნდმა 3:1 დაწინაურება მოახერხა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და პირველი მეოთხედი 3:3 დასრულდა. მეორე მეოთხედში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი უპირატესობას დაეუფლა, პირველი ტაიმი 10:6 მოიგო, საბოლოოდ 4 ბურთის სხვაობით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, ტურნირის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბრაზილიას 14:10 სძლია, მეორე ტურში მონტენეგროსთან 9:10 დამარცხდა და ჯგუფიდან გავიდა.
დეიან სტანოევიჩის გუნდი 27 ივნისს მერვედფინალში ხორვატიას შეხვდება, რომელმაც B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.