საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროს ძლიერ გუნდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ძლიერ გუნდთან 9:10 დამარცხდა.

ტურნირის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბრაზილიას 14:10 სძლია, მონტენეგროსთან პირველი მეოთხედი 1:4 წააგო, მეორე მეოთხედში ანგარიშის გათანაბრება შეძლო და პირველი ტაიმი 4:4 დასრულდა. მესამე მეოთხედში მეტოქე ისევ სამი ბურთით დაწინაურდა. ჩვენმა გუნდმა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ისევ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თამაში ბურთი-ბურთში წავიდა, ბოლო შეტევის დაგვირგვინება ვერ შევძელით და დავმარცხდით.

ჩვენი გუნდიდან გოლები ვასიჩმა (3), ბითაძემ (2), შუშიაშვილმა (1), ვაპენსკიმ (1), სარიჩმა
(1) და იმნაიშვილმა (1) გაიტანეს.

დეიან სტანოევიჩის გუნდი 25 ივნისს უნგრეთს შეხვდება. ჯგუფიდან გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები - მერვედფინალში.

დღეს ჩვენს ჯგუფში უნგრეთი, რომელმაც პირველ ტურში მონტენეგროს 12:8 სძლია, ბრაზილიას დაუპირისპირდება.

altსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვისაც არ უნახია,პირველ არხზე იყო რეპორტაჟი.ჩვენმა მეკარემ უბრალოდ ბრწყინვალედ ითამაშა და საშუალება მოგვცა,უიმედოდ წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ,,დგომარეობა გამოესწორებინათ.რეალურად, თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვება,მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ნაკრები ბოლომდე საბრძოლველად იყო მზად,თუმცა არა გამარჯვებისათვის.როგორც კი წინ გასვლის შანსი გვიჩნდებოდა,იძაბებოდნენ და ისეთ მომენტებს ვკარგავდით,რომ სხვა დროს არ გავაფუჭებდით.ლიდერობას ვერვინ იღებდა თავზე,გადამწყვეტი დარტყმისათვის და მერე კვლავ უკან ვრჩებოდით.მონტენეგროსთან სხვა დროსაც გვითამაშია და სულ ცოტა ორი ბურთის სხვაობით ვაგებდით.გუშინ კი,ეს თამაში,მოსაგები იყო და ეს იმედს მაძლევს,რომ პლეი ოფში,სადაც ალბათ 9-16 ადგილებისათვის მოგვიწევს ბრძოლა,ალბათ ათეულისათვის ვიბრძოლებთ და 12 საუკეთესოში მაინც შევალთ.ლეგიონერების გვერდით,უკვე ხმამაღლა ჩანან ჩვენი ახალგაზრდებიც და არ ვიცი როგორი რეზერვები მოდის,მაგრამ 39 წლის ბალკანელი ნატურალიზირებული წყალბურთელების ადგილზე,რომლებიც ალბათ დიდხანს აღარ გააგრძელებენ კარიერას,თუ ქართველი ახალგაზრდები მოვლენ,უკვე გაცილებით ეროვნული ნაკრები გვეყოლება.მთავარია დღევანდელი დონე არ დავკარგოთ და უმტკივნეულოდ მოხდეს ვეტერანების ჩანაცვლება.გუშინდელ თამაშზე კი,ისევ გავიმეორებ.ეგ თამაში მეტოქემ კი არ მოგვიგო,ჩვენ წავაგეთ.გამოცდილება და ცივსისხლიანობა არ გვეყო.ჩვენ ხომ პირველად და თანაც შემთხვევით მოვხვდით,მსოფლიოს ჩემპიონატზე.ალბათ უნდა ვეცადოთ და მწვრთნელი სამომავლოდაც შევინარჩუნოთ.მართლაც მაღალი კლასის მწვრთნელი ჩანს.16 საუკეთესოში გავაღწიეთ და ეს უკვე წარმატებაა ჩვენი ნაკრებისთვის,ასე რომ ვფიქრობ დაძაბულობა გაივლის და მომდევნო თამაშებს,უკეთესად წარვმართავთ.წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს!
სოსო
12:26 24-06-2022
0
ამას ქვია ძალით წაგება.
ეეე
12:06 24-06-2022
5

სიახლეები პოპულარული