საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, წყალბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან 7:13 დამარცხდა.

ხორვატები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ. ჩვენმა გუნდმა ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ ორკაციანი უპირატესობა ვერ გამოიყენა და პირველი მეოთხედი 2:3 წავაგეთ. მეორე მეოთხედი მეტოქემ უკეთ ჩაატარა, დაცვაში კარგად თამაშობდა, პირველი ტაიმი 7:4 მოიგო, საბოლოოდ კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს, A ჯგუფში ბრაზილიას სძლია, მონტენეგროსთან და უნგრეთთან კი დამარცხდა.

დეიან სტანოევიჩის გუნდი ტურნირზე ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის გააგრძელებს - მატჩებს 29 ივნისს და
1-ელ ივლისს ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აუუ რას გვანანეს მინი ბიკინები რომ ჩაუცვამთ და გადმოუყრიათ ყველაფერი @@ ბარემ შიშვლებმა ითამაშონ @@ ეს ალბათ "ფემინისტკა" ქალების მოთხოვნაა წყალბურთელებმა ბიკინები და ტანგები ჩაიცვანო DD
zura222
05:21 28-06-2022
8
მეცხრე ადგილისთვის? მეცხრე ადგილზე გასვლისათვის პრიზი რა არის? ქების სიგელი?
ჰეჰ
15:05 28-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული