საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 5:22 დამარცხდა.

მეტოქე თავიდანვე უკეთ გამოიყურებოდა, სწრაფ კონტრშეტევებს ახრორციელებდა და პირველი პერიოდი 5:0 მოიგო. მეორე მეოთხედში იტალიამ უპირატესობა გაზარდა და პირველი ტაიმი 11:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მათ 5 გოლი პენალტით გაიტანეს. ანგარიშიდან გამომდინარე, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და საბოლოოდ მოწინააღმდეგემ გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდიდან გოლები პიეშივაცმა (2), ვასიჩმა, ახვლედიანმა და ბითაძემ გაიტანეს.

საქართველოს ეროვნული გუნდი A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს და შემდეგ მატჩს 6 იანვარს უნგრეთთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ,
ჯგუფიდან პირდაპირ მეოთხედფინალში ორი საუკეთესი გავა, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეორე დივიზიონის ჯგუფების ორ-ორ საუკეთესოს დაუპირისპირდებიან და დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხომ არ იცით, უნგრეთთან მატჩს აჩვენებენ სადმე?
დიმა
06 იანვარი 2024 11:22
0
მეშინოდა თამაშის დროს არ დამხვჩვალიყვნენ.
დავით 67
05 იანვარი 2024 16:36
0
ძალიან უსახური სპორტია ხელბურთი ჯობია
გიკი
05 იანვარი 2024 14:00
3
სადა ვბანაობთ?! :-)
ლაშა
05 იანვარი 2024 13:44
1
ამას ქვია გვაყვინავესო
რობი
05 იანვარი 2024 11:32
0
ჰოოოო, უნგრეთი მსოფლიოში "წყალბურთის ბრაზილიაა", საბერძნეთიც არ ჩამოუვარდება იტალიას. წარმატებები ბიჭებო
S.K.K.
05 იანვარი 2024 11:04
0
როდესაც ცურვა ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება და ზოგადად სპორტი! (ამიტომაა გამოთქმა - სპორტი ყველასათვის!), სწორედ მაშინ აღიზრდებიან კონკურენტულ გარემოში წყალბურთელები და ზოგადად მოცურავეები. არ შეიძლება მხოლოდ პირად კომერციულ მოგებაზე გათვალო სპორტი!
ლაშა
05 იანვარი 2024 08:07
0
ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ამას დამარცხება არ ქვია ამას ქვია პორნოს ჩატარება. არ შევეცოდეთ მაინც კვარას ხათრით.
..
04 იანვარი 2024 22:41
9
რას გაგვიწევდნენ ანგარიშს - იუვენტუსის, მილანისა და ინტერის გულშემატკივრები ყოფილან.
ILIA
04 იანვარი 2024 23:13
3
შემთხვევით დამეჭირა და თქვენი კომენტარი მოვიწყინე, მაგარი პროვინციალი ხარ
1221
04 იანვარი 2024 22:57
4

სიახლეები პოპულარული