
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში წყალბურთში მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო 11:11 დასრულდა, პენალტების სერიაში კი დეიან სტანოევიჩის გუნდმა 12:11 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა მოიგო, სამი წააგო, B ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა, თუმცა პირველ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.