ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 5:22 დამარცხდა.
მეტოქე თავიდანვე უკეთ გამოიყურებოდა, სწრაფ კონტრშეტევებს ახრორციელებდა და პირველი პერიოდი 5:0 მოიგო. მეორე მეოთხედში იტალიამ უპირატესობა გაზარდა და პირველი ტაიმი 11:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მათ 5 გოლი პენალტით გაიტანეს. ანგარიშიდან გამომდინარე, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და საბოლოოდ მოწინააღმდეგემ გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდიდან გოლები პიეშივაცმა (2), ვასიჩმა, ახვლედიანმა და ბითაძემ გაიტანეს.
ჩვენი გუნდიდან გოლები პიეშივაცმა (2), ვასიჩმა, ახვლედიანმა და ბითაძემ გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული გუნდი A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს და შემდეგ მატჩს 6 იანვარს უნგრეთთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ,
ჯგუფიდან პირდაპირ მეოთხედფინალში ორი საუკეთესი გავა, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეორე დივიზიონის ჯგუფების ორ-ორ საუკეთესოს დაუპირისპირდებიან და დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.