ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის ველოსპორტის ფედერაციამ (British Cycling) ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. 

ცოტა ხნის წინ, British Cycling-მა ტრანსგენდერების ტურნირებში მონაწილეობის წესი შეცვალა, რისი წყალობითაც მათ მიიღეს ქალთა შეჯიბრებზე გამოსვლის საშუალება, თუმცა ველომრბოლელების საერთაშორისო გაერთიანებამ (UCI) ტრანსგენდერი ველომრბლოლელი ემილი ბრიჯესი დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატზე არ დაუშვა. 

"British Cycling-სა და UCI-ის პოლიტიკებს შორის არსებული სხვაობის გამო, რომელიც სპორტსმენების ლიცენზირებას ეხება, ამჟამად ტრანსგენდერ სპორტსმენებს მხოლოდ ქვეყნის შიდა რბოლებზე მონაწილეობის უფლება აქვთ. ეს მრბოლელებს სარეიტინგო ქულების მოპოვების საშუალებას აძლევს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ეროვნულ ჩემპიონატებში
მონაწილეობის უფლების მიღებაზე, რაც არა მხოლოდ უპრეცედენტოა ჩვენი სპორტის სახეობაში, არამედ ყველა სპორტსმენთან მიმართებით უსამართლოა და რბოლათა სამართლიანობასაც ეჭვქვეშ აყენებს. 

აქედან გამომდინარე, British Cycling-ის ხუთშაბათს შეკრებილმა დირექტორთა საბჭომ არსებული პოლიტიკის შეწყვეტას მხარი დაუჭირა. სრული გადახედვა უახლოეს კვირეებში დაიწყება," - წერია British Cycling-ის განცხადებაში.

ნიშანდობლივია, რომ ტრანსგენდერებისათვის სხვადასხვა პროფესიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის დაშვების შემდეგ ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც ამ დონეზე ძველი წესრიგისკენ გადაიდგა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბაია, გიგაური, სუბელიანი, სა ........... ....?
llcl
09 აპრილი 2022 15:37
2
გადაკეთებულ-გადმოკეთებული, აზელ-მიზელილი, პლასტელინი ვიცი მე და არა ადამიანი.
ხვიჩა
09 აპრილი 2022 15:33
2
მართლა უსამართლოა ტრანსგენდერების მონაწილეობა ქალჩა ტურნირებზე და კარგია რომ გაუნათდათ გონება. მამაკაცის ფიზიკური მონაცემებით რომ დაიბადები და შემდეგ ქალებს ეჯობრები, ეგ სამართლიანია? ველორბოლად ვინ ჩივის, იმ დღეს კრივის მატჩი ვნახე, ტრანსგენდერი ქალს ეჩხუბებოდა ქალთა კრივში. რა თქმა უნდა სასტიკად გალახა. შეუქმნან მაშინ ცალკე ტურნირი ტრანსგენდერებს
ცალკე გაუკეთონ ჩემპიონატი
09 აპრილი 2022 15:27
0
დიადი ჯო და მისი წმინდა დემოკრატიული ლიბერალური, ღირებულებების მღაღადებელთა უსპეტაკესი საზოგადოება, რუსეთს რომ მოახრჩობს და გააქრობს. მერე მოგხედავთ ამ ფაშისტებს ვინც ჩაგრავს ლგბტ-ქიუ წარმომადგენელ საზოგადოებას!
ამ კარგ ადამიანს კი მოთნინებას ვუსურვებ თუ ქალს აქვს სურვილი კაცად ყოფნის ეს მისი უზენაესი უფლებაა და ამაში ვერავინ ვერ უნდა შეეწინაღმდეგოს და ვერც რაიმე შეზღუდვები დაუწესოს ასევე საპირისპირო სქესის შემთხვევაშიც იგივე.
დიდება ლიბერალიზმს დიდიება გლობალისტურ სამყაროს.
korben dallas
09 აპრილი 2022 14:56
9
შე საცოდავო! რავა ყველა 'გადახრილებს" შენ გულშემატკივრობ? ძირს ლიბერალიზმი, ძირს გლობალიზმი! გაუმარჯოს ტრადიციებს! გაუმარჯოს, ნაღდ ქალსა და კაცს!
korben dalass
09 აპრილი 2022 16:52
0
მადლობა ღმერთს რომ ვიღაც მაინც დარჩა გონიერი. ბიოლოგიურად მამაკაცი ვერასოდეს იქნება ქალი, დანარჩენი პროპაგანდაა და სხვა არაფერი.
ყველაფერი ეს კეთდება მოსახლეობის შემცირების მიზნით, რადგან მსოფლიო მმართველებს ჰგონიათ, რომ თვითონ შეუძლიათ ღმერთის როლი ითავონ და გადაწყვიტონ გაამრავლონ თუ არა მოსახლეობა დედამიწაზე.
ზურა
09 აპრილი 2022 14:18
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული