ელენე გედევანიშვილი სოჭში ქართველ სპორტსმენებს შეუერთდა

AutoSharing Option
სოჭში ქართველი სპორტსმენების შემადგენლობას ელენე გედევანიშვილი შეუერთდა. ის ოლიმპიურ სოფელში კანადიდან ჩავიდა.

ელენე 19 თებერვალს იასპარეზებს და მაყურებლის წინაშე ორი პროგრამით წარსდგება.

"ყინული ყველგან ყინულია. მე უნდა გავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო. ვცდილობ, რომ ნეგატიურ ფაქტებს იგნორირება გავუკეთო და მარტო პოზიტიურზე ვიფიქრო", - განუცხადა ელენე გედევანიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ სოჭში 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 18 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა ჩვენი გუნდის მედროშე ნინო წიკლაური, რომელიც 21 თებერვალს სლალომშიც ცდის ძალას.

19
და 22 თებერვალს იგივე დისციპლინებში იასპარეზებენ სამთო-მოთხილამურეები: იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ხოლო ჩვენი გუნდის ლიდერი ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) 19-20 თებერვალს ჩაერთვება თამაშებში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული