დღის სუპერგოგონა: ეროტიკა ოლიმპიური მედლის ნაცვლად [PHOTO]

AutoSharing Option
ცნობილმა გერმანელმა ბიატლონისტმა მირიამ გიოსნერმა ჟურნალ Playboy-ს მარტის ნომრისთვის უკიდურესად თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. არადა, რა დროს კამერების წინ შიშვლად პოზიორობა იყო - ბედი რომ ჰქონოდა, 23 წლის ამ მშვენიერ ასულს ახლა სოჭის ოლიმპიადაზე მედლისთვის უნდა ებრძოლა...

მაგრამ სეზონის წინ მირიამი ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ველოსიპედით წაიქცა, რის შედეგადაც ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო და სოჭის ოლიმპიადისთვის გამოჯანმრთელება კი ვეღარ მოასწრო.

თუმცა, როგორც ვხედავთ, მირიამმა მაინც მოახერხა გულშემატკივართა გახარება - ოქროს მედლით არა, მაგრამ თავისი მომაჯადოებელი სხეულის სიშიშვლით ნამდვილად მოსჭრა მათ თვალი.

"ის ფაქტი, რომ სოჭის ოლიმპიადა უნდა გამომეტოვა, ჩემთვის ყველაზე დიდი განსაცდელი იყო ცხოვრებაში. ახლა კი, უბრალოდ, ვცდილობ, დავტკბე სიცოცხლით.

იმედი მაქვს, რომ ეს ფოტოსესია სოჭის ოლიმპიადის გამოტოვების ტკივილს გადამატანინებს"
, - ასეთი კომენტარი გააკეთა გიოსნერმა გადაღებების შემდეგ.

მირიამის ამ სიტყვებმა ჩვენ გული დაგვითუთქა და ალბათ, თქვენც. რაც შეეხება ფოტოსესიას, თავს უფლება ვერ მივეცით, მისი ყველა ფოტო წარმოგვედგინა... ნამდვილად ლამაზია, მაგრამ სპორტული საიტისთვის მეტისმეტად თამამია :)
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული