პირველი სტარტზე სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური დადგება და იგი ბედს გიგანტურ სლალომში ცდის. სოჭიდან პირდაპირ ტელეტრანსლაციას I არხი 11:00 სთ-იდან განახორციელებს.
განრიგის მიხედვით, გახსნის ცერემონიალზე ჩვენი გუნდის მედროშე რიგით 68-ე ნომერია. მისი თქმით, იგი სრულ მზადყოფნაშია და შეეცდება, მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი აჩვენოს.
"თამაშებისთვის ევროპაში ნაყოფიერად მოვემზადე და არაერთ საერთაშორისო ტურნირშიც ვიასპარეზე.
ეს ჩემი მეორე ოლიმპიადაა და გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა. აქაურ ტრასასთან შესაგუებლადაც დრო საკმაოდ მქონდა და ასე თუ ისე ალღოც ავუღე.
შეგახსენებთ, რომ სოჭში სულ 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ნინო წიკლაური 18 თებერვლის შემდეგ, 21 თებერვალს, სლალომშიც ცდის ძალას.
19 და 22 თებერვალს იგივე დისციპლინებში იასპარეზებენ სამთო-მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ხოლო ჩვენი გუნდის ლიდერი ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) 19-20 თებერვალს ჩაერთვება თამაშებში.
წყარო: geonoc.org.ge