ოლიმპიადა ჩვენთვისაც იწყება - დღეს ნინო წიკლაური ისრიალებს

AutoSharing Option
18 თებერვლიდან სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან.

პირველი სტარტზე სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური დადგება და იგი ბედს გიგანტურ სლალომში ცდის. სოჭიდან პირდაპირ ტელეტრანსლაციას I არხი 11:00 სთ-იდან განახორციელებს.

განრიგის მიხედვით, გახსნის ცერემონიალზე ჩვენი გუნდის მედროშე რიგით 68-ე ნომერია. მისი თქმით, იგი სრულ მზადყოფნაშია და შეეცდება, მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი აჩვენოს.

"თამაშებისთვის ევროპაში ნაყოფიერად მოვემზადე და არაერთ საერთაშორისო ტურნირშიც ვიასპარეზე.

ეს ჩემი მეორე ოლიმპიადაა და გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა. აქაურ ტრასასთან შესაგუებლადაც დრო საკმაოდ მქონდა და ასე თუ ისე ალღოც ავუღე.

ვეცდები, რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლო"
, - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ სოჭში სულ 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ნინო წიკლაური 18 თებერვლის შემდეგ, 21 თებერვალს, სლალომშიც ცდის ძალას.

19 და 22 თებერვალს იგივე დისციპლინებში იასპარეზებენ სამთო-მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ხოლო ჩვენი გუნდის ლიდერი ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) 19-20 თებერვალს ჩაერთვება თამაშებში.

წყარო: geonoc.org.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული