ოლიმპიადაზე მყოფ უკრაინელ სპორტსმენებს მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სამძიმრის გამოხატვა სურდათ. ბოლო მონაცემებით, კიევში აქციებს 25 ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კი ქვეყანაში ხუთშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.
"ჩვენს თხოვნაზე სოკ-ისგან მივიღეთ პასუხი, რომ ოლიმპიური ქარტიით ეს დაუშვებელია. უკრაინის ოლიმპიური დელეგაცია სრულებით იზიარებს ტკივილს და მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული მოვლენების გამო", - ნათქვამია უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ვრცელდება ცნობა, რომ სამგლოვიარო სამკლავურებით გამოსვლაზე
ამასთან, საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ჩვენ ევროპელები ვართ" უკრაინელ სპორტსმენებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ნაადრევად დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ საიტზე, სამძიმრის წერილთან ერთად, აღნიშნულია, რომ სპორტსმენები სოჭში გამოსვლას გააგრძელებენ.