რუსეთისა და ფინეთის მეოთხედფინალური მატჩის (1:3) შემდეგ ინფარქტით საავადმყოფოში მოათავსეს რუსი ფორვარდის მამა მიხაილ ოვეჩკინი. მას სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა უფროსი ოვეჩკინის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სწორედ ამ მიზეზით არ გაფრინდა ოვეჩკინი ამერიკაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება ფორვარდი "ვაშინგტონს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"