ფორმულა 1: ოფიციალური "უილიამსი" და არაოფიციალური მაკლარენი

AutoSharing Option
ბრიტანული საჯინიბო "უილიამსი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 2017 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარმოადგინა. მანქანის ინდექსია - FW40. ამგვარი სახელწოდება "უილიამსის" 40 წლისთავს ეძღვნება.

ახალი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის ბოლიდებზე უფრო ფართო საბურავებია დაყენებული. გარდა ამისა, თავად მანქანებიც ფართოა. ახლა, უკანა ანტიფრთა უფრო ქვემოთ არის განთავსებული. ბოლო წლებში "უილიამსების" დამახასიათებელი ატრიბუტია - "ცხვირის" გამოწეული წვერი. პრაქტიკულად არ შეცვლილა ბოლიდის შეფერილობა.

***
ინტერნეტში გავრცელდა ბრიტანული საჯინიბო "მაკლარენის" ახალი ბოლიდის გამოსახულება. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "მაკლარენს" 2017 წელს ახალი შეფერილობა ექნება -
ნარინჯისფერი. ადრე, ბოლიდის ეს ვარიანტი არა ერთხელ გავრცელდა სხვადასხვა ვებგვერდზე.

მიუხედავად ამისა, "მაკლარენში" ჯიუტად იმეორებენ, რომ ეს გამოსახულება სიმართლეს არ შეესაბამება და მოუწოდებენ გულშემატკივრებს - დაელოდონ ოფიციალურ პრეზენტაციას, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება.

როგორც აღმოჩნდა, ამ შეფერილობის ავტორები არიან დიზაინერები - კრის ბლენკლი და კარლოს პეჩინო, რომლებმაც სცადეს წარმოადგინათ - როგორი იქნება "მაკლარენი" 2017 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული