ოფიციალური ცერემონიის წინ, ლუის ჰემილტონმა "სილვერსტოუნის" ტრასაზე რამდენიმე წრე გაიარა, რის შემდეგაც, ბრიტანელმა, ვალტერი ბოტასმა და ტოტო ვოლფმა მანქანა გულშემატკივრებს უჩვენეს.
ბოლიდის შეფერილობა შარშანდელია, მაგრამ ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, "მერსედესის" ინჟინრებმა მანქანის "ცხვირის" მეტად ესთეტური გადაწყვეტილება იპოვნეს და მოაშორეს იქიდან ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი შვერილი. Mercedes-Benz F1 W08-ის უკანა მხარე ვიწრო გამოვიდა, რისი წყალობითაც, მანქანა მეტად ეფექტურად გამოიყურება.
"მერსედესი" სეზონს აშკარა ფავორიტის რანგი იწყებს, მაგრამ რეგლამენტში სერიოზული ცვლილებები
მით უმეტეს, რომ ამას წინ, "ფორს ინდიას" ტექნიკურმა დირექტორმა ენდი გრინმა განაცხადა, რომ "მერსედესის" ახალი ძრავა უპრეცედენტოდ მძლავრი გახდა წინამორბედთან შედარებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"