ნიკი ლაუდაც "მერსედესს" აქებს

AutoSharing Option
ზამთრის ტესტების შედეგები შეაფასა გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" და ამისთვის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარული ავსტრიელის ნიკი ლაუდას მოსაზრებები გამოიყენა. ჟურნალისტებმა ამ შემთხვევაშიც "მერსედესის" პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება.

პირველ ტესტებზე გერმანულმა საჯინიბომ მანქანის გამარტივებული ვერსია გამოიყენა, რათა საიმედოობა ჰქონოდა გარანტირებული, ამავდროულად ბაზაზე გრძელდებოდა მუშაობა სისწრაფეზე. მარტის ტესტებისთვის სიახლეები მზად იყო, ინჟინრებმა ისინი მანქანაზე დაამონტაჟეს, რაც მაშინვე აისახა შედეგებზე.

სწორედ ამიტომაც შუმახერი მეტად პოზიტიურად აფასებს თავისი გუნდის შანსებს საწყის ეტაპებზე. მის აზრს იზიარებს ნიკი ლაუდაც.

"გუნდმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია, მიხაელმა კი წრეზე შესანიშნავი დრო
აჩვენა. ვფიქრობ, მელბურნში მანქანა მისცემს "რედ ბულთან" და "ფერარისთან" ბრძოლის საშუალებას. თუმცა უნდა მოვიცადოთ - ეს გუნდები მთელი ზამთარი სწრაფები იყვნენ, "მერსედესმა" კი მხოლოდ ბოლო დღეს აჩვენა სასურველი ტემპი", - ამბობს ავსტრიელი.

უფრო ადრე "ბილდმა" დაბეჭდა "მერსედეს მოტოსპორტის" ვიცე-პრეზიდენტის ნორბერტ ჰაუგის სიტყვები. საჯინიბოს ერთ-ერთი შეფი აცხადებს, რომ გერმანული კონცერნი მზად არის განიხილოს 2012 წლის შემდეგ მიხაელთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა, თუ რა თქმა უნდა, ლეგენდარულ ვეტერანს ასეთი სურვილი გაუჩნდება.

ბევრი რამ ამ სეზონში მანქანის კონკურენტუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ თუ ცოტა ხნის წინ ყველა ლაპარაკობდა "მერსედესში" არსებულ კრიზისზე, ახლა განწყობა შეიცვალა - ბევრი ამ გუნდს სეზონის პირველი გრან-პრის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტად მიიჩნევს. ამით ითვალისწინებენ როს ბრაუნის სტრატეგიულ ნიჭსა და მიხაელის სარბოლო შესაძლებლობებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგას ვამბობ მეცცც :) , თუ მერსედესი კონკურენტ უნარიანი იქნება მიხაელს არ გაუჭირდება კარგი შედეგის ჩვენება
avtuko
14:05 15-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული