ბერნი ბალასტს მოიშორებს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მოხარულია რბოლებში "ლოტუსის" ბრენდის დაბრუნებით, გარდა ამისა, ხაზი გაუსვა იმას, რომ 2011 წლის სეზონში ძალიან გაუჭირდებათ აუთსაიდერ გუნდებს - "ჰისპანიასა" და "ვირჯინს".

ამ შეფასებით ბრიტანელმა გამოხატა თავისი სურვილი - ბერნის, 2013 წელს გუნდებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით, საჯინიბოების რიცხვის ათამდე შემცირება უნდა.

"მოხარული ვარ, რომ ფორმულა 1-ს "ლოტუსი" დაუბრუნდა. ისინი მალე დადგებიან ფეხზე და როცა სპონსორებს იპოვნიან, ჩვენ მათი პროგრესის მოწმენი გავხდებით. თავის დროზე, სწორედ ასე იწყებ
და ფრენკ უილიამსი.

"ჰისპანიასა" და "ვირჯინისთვის" სეზონი რთული იქნება. 12 გუნდი - ძალიან ბევრია. ათი ოპტიმალური რიცხვი გახლავთ", - ამბობს ექლსტოუნი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული