ფეტელი იმუქრება

AutoSharing Option
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა გააფრთხილა ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა - თუ გაირკვევა, რომ 2011 წლისთვის შემოღებული სიახლეები ნეგატიურად იმოქმედებს უსაფთრხოების ნორმებზე, პილოტები გაფიცვას გამოაცხადებენ.

როგორც ლონდონური The Mirror წერს, "რედ ბულის" ლიდერი შიშობს იმის თაობაზე, რომ მართვადი უკანა ფრთები, რომელიც გასწრების გაიოლებისთვის არის შემოღებული, სერიოზული ავარიების მიზეზი გახდება. ამ მხრივ ფეტელი იხსენებ შარშან ვალენსიაში მომხდარ ავარიას, როცა მისი თანაგუნდელი მარკ უებერი ჰაერში აფრინდა და სასწაულებრივ გადაურჩა დაზიანებას.

"პილოტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამან შეიძლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოშვას, - მოჰყავს ფეტელის
სიტყვები ბრიტანულ გაზეთს. - ყველაზე მნიშვნელოვანია - პილოტები ერთად დადგნენ და საერთო აზრი გამოხატონ.

თუ სხვადასხვა საკითხზე ერთ აზრს ჩამოვაყალიბებთ, მაშინ ავტომრბოლების პოზიცია ყოველთვის ძლიერი იქნება. თუ შევთანხმდებით, მაშინ სტარტზე არც ერთი ჩვენთაგანი არ გავა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაფიცვას გამოვაცხადებთ. თავდაპირველად ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად შევეცდებით რაიმე გადაწყვეტილების მიღებას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, საჭიროა ბატონ ბერნის შეახსენონ რომ რბოლა პილოტების გარეშე არ ხდება და საჭიროა მათი აზრის გათვალისწინება. მრბოლი N1
avtuko
15:02 21-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული