ესპანეთს ეტაპს ართმევენ

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი უკვე აქედანვე ფიქრობს 2012 წლის ჩემპიონატის კალენდარზე. მან პირველ რიგში გამოაცხადა, რომ ვერ იძლევა მომავალ წელს ავსტრალიის გრანპრის ჩატარების გარანტიას, თუმცა რამდენიმე დღის წინ მელბურნის ეტაპის მხარდაჭერით გამოვიდა.

"სავარაუდოდ, დღეს არსებული ეტაპებიდან ორისთვის უარის თქმა მოგვიწევს, რათა გავანთავისუფლოთ ადგილი ამერიკისა და ინდოეთის გრანპრისთვის. ავსტრალიელები ამბობენ, რომ მათ არ სჭირდებათ ეს რბოლა, ამიტომაც მომავალ წელს, შესაძლოა, ვერც იხილონ მსოფლიოს საუკეთესო პილოტები.

ასევე არ არის გამორიცხული კალენდრიდან რომელივე ესპანური ეტაპის ამოღება", - განაცხადა ექლსტოუნმა.

უკვე ცნობილია,
რომ ექლსტოუნი არ დაესწრება სეზონის პირველ რბოლას მელბურნში, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება. ფორმულა 1-ის შეფი ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც იქაურ მერთან - მაიკლ ბლუმბერგთან მოლაპარაკებებს გეგმავს ამ ქალაქში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარების თაობაზე.

ავსტრალიის გრანპრის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ პირველ ეტაპზე ექლსტოუნის არყოფნა არ უკავშირდება მელბურნის რბოლის სავარაუდო გაუქმებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული