ფეტელი "სექსუალურ კაილის" გააჭენებს

AutoSharing Option
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა თავის ახალ ბოლიდს "სექსუალური კაილი" დაარქვა.

გერმანელმა მრბოლელმა არც დამალა, რომ ეს ავსტრალიელი მომღერლის, კაილი მინოუგის ეშხით გააკეთა, რომელიც თურმე ძალიანაც მოსწონს.

"უჰ, ის ისეთი პრიალაა, მის ნახვას არაფერი სჯობს", - თვალებმინაბული აღწერს სებასტიანი თავის ბოლიდს, თუმცა ვინ დაუჯერებს, რომ ამ დროს გონებაში კაილი არ ჰყავს წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელი ფეტელისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა - პილოტთა შორის საუკეთესო გახდა და მისგან დამდეგ სეზონშიც ბევრს მოელიან, მით უმეტეს, "სექსუალურ კაილიზე" ამხედრდება.


მომზადებულია Bild-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ რა ვართ ეს კაცები ...
avtuko
17:32 24-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული