ნიუ იორკში რბოლა არ იქნება

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექსლტოუნი არ დაესწრება ავსტრალიის გრანპრის. მიზეზი ნიუ იორკში ვიზიტი იყო, რომლის დროსაც ბრიტანელ მილიარდერს იქაურ მერთან ერთად უნდა განეხილა ამ ქალაქში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარების პერსპექტივა.

თუმცა რამდენიმე დღეში ექლსტოუნმა უარყო ეს ინფორმაცია: "ლონდონში საკუთარ ოფისში ვიმყოფებდი და არ ვაპირებ ნიუ იორკში გამგზავრებას. ასი პროცენტით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სტეიტენ აილენდში რბოლა არ გაიმართება".

მიუხედავად ამისა, ბერნი ექლსტოუნი მაინც არ აპირებს ავსტრალიაში პირველ რბოლაზე დასწრებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული