ბაჰრეინის გრან-პრი დეკემბერში?

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, პოლიტიკური სიტუაციის გამო გაუქმებული ბაჰრეინის გრან-პრი, შესაძლოა, სეზონის ბოლოს, დეკემბერში გაიმართოს. ამ ეტაპის ბედს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია პირველ მაისამდე გადაწყვეტს.

იმის გამო, რომ მჭიდრო კალენდარში რთულია თავისუფალი ადგილის მონახვა, სავარაუდოდ, ამ გრან-პრის გამართვა გვიან შემოდგომითან ან ზამთრის დასაწყისშია ნავარაუდები.

დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ამ ცვლილების გამო ბრაზილიის გრან-პრის გადატანაა დაგეგმილი 27 ნოემბრიდან 13 ნოემბერს. სეზონის დასრულება კი ერთ კვირაში ზედიზედ ორი გრან-პრით არის დაგეგმილი - 27 ნოემბერს აბუ დაბიში და 4 დეკემბერს - ბაჰრეინში.

თუმცა შეიძლება იმის ვარაუდი,
რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ მოეწონებათ გუნდებს. გრძელი სეზონის ბოლოს დამატებითი რბოლის ჩატარება ახალ ენერგიასა და ფინანსურ შესაძლებლობებს მოითხოვს. ამასთან, ტრასაზე ზედმეტი კვირა ახალი სეზონისთვის მზადებაზე უარყოფითად იმოქმედებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული