ნიკი ლაუდია - დასკვნები ჯერ ადრეა

AutoSharing Option
გერმანული Sport 1-თვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნიკი ლაუდიამ კომენტარი გაუკეთა 2011 წლის სეზონის სტარტსა და მოქმედი ჩემპიონის სებასტიან ფეტელის გამოსვლას...

- სეზონის პირველ რბოლაზე დომინირებით სებასტიან ფეტელმა ცხადად მიანიშნა თავისი ამბიციური გეგმების შესახებ. შეძლებს თუ არა რომელიმე გუნდი მასთან კონკურენციას?
- წინ გრძელი სეზონია, მაგრამ უკვე დღეს სებასტიან ფეტელს რეალურად კონკურენტუნარიანი მანქანა ჰყავს. თანაც მელბურნში ის უშეცდომოდ გამოვიდა და თუ ასე გაგრძელდა, გერმანელი ჩემპიონატის აშკარა ფავორიტად უნდა გამოვაცხადოთ.

- "მერსედეს გრანპრი" პირიქით, ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მათ კიდევ ერთი
წარუმატებელი სეზონი ელით?

- მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია, ხოლო ერთი გრანპრით რთულია სიტუაციის შეფასება. ჩაივლის მალაიზიისა და ჩინეთის რბოლები და უფრო ობიექტურად შევაფასებთ საერთო სურათს.

- რა დროს მისცემს გუნდი მიხაელ შუმახერს იმაში საბოლოოდ დასარწმუნებულად, რომ როსბერგი უფრო სწრაფია?
- საქმე ამაში არ არის. მელბურნში "მერსედეს გრანპრის" სისწრაფე არ ჰყოფნიდა, ამიტომაც ახლა მთელმა გუნდმა, მათ შორის შუმახერმა და როსბერგმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ჩამორჩენა შეამცირონ. მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკებთ შედეგებზე.

- რა შეცდომები დაუშვა "ფერარიმ", რომელმაც ვერ მოახდინა ტესტებზე ნაჩვენები პოტენციალის რეალიზება?
- ტესტებსა და რბოლებს შორის უდიდესი გასხვავებაა. მელბურნში გუნდებმა აქამდე დამალული საიდუმლოებები გამოაჩინეს და გაირკვა, რომ სებასტიან ფეტელს "რედ ბულის" ბოლიდით უპირატესობა გააჩნია.

- გერჰარდ ბერგერი ამბობდა, რომ "ედრიან ნიუის ფაქტორი" დიდ გავლენას ახდენს ტოპ-გუნდებს შორის ბრძოლაზე...
- ეს მართლაც ასეა. ნიუიმ და "რედ ბულის" სხვა ინჟინრებმა იციან, როგორ შექმნან სწრაფი მანქანა. გასულ წელს მან სრულ ტრიუმფს მიაღწია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს წარმატება 2011 წელს განამტკიცოს.

- წინ არის რბოლა მალაიზიაში, სადაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აეროდინამიკურ ეფექტურობაზე. "რედ ბული" ისევ ძლიერი იქნება?
- მალაიზიაში მეტად მომთხოვნი ტრასაა და იქ გასამარჯვებლად მართლაც კარგი მანქანაა საჭირო. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი ტრასაა, სადაც ყველაზე მეტად არის შესამჩნევი მანქანის ეფექტურობა.

- სეზონის დაწყების წინ ბევრი შიშობდა საბურავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მაგრამ მელბურნში სირთულე არ შემქნილა...
- დიახ, საბურავებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია. ბევრი ელოდა დიდი რაოდენობით პიტსტოპებს, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. პირიქით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- უკანა ანტიფრთის მართვადმა ელემენტმა ხელი უნდა შეუწყოს გასწრებების რაოდენობას, მაგრამ ავსტრალიაში ამ მხრივ წინსვლა ვერ დავინახეთ.

- ეს ერთ-ერთი ყველაზე სულელური იდეაა, რაც კი აქამდე მინახავს. პრინციპულ შეცდომად მიმაჩნია გასწრებათა რიცხვის ხელოვნურად გაზრდა და ავსტრალიაში ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. გასწრება პილოტმა უნდა განახორციელოს და არა ღილაკმა საჭეზე, ისიც ავტოსპორტის ფედერაციის შესაბამისი სიგნალის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ გენაცვალე რაა ძია , ასე ზუსტად ჯერ არავის აღუნიშნავს ის ფაქტი რომ გასწრება პილოტმა უნდა განახორციელოს და არა რაიმე წესმა და რეგლამენტმა სე რომ მიუშვი ნებაზე პილოტი და გუნდი, ამდენი შეზღუდვა არარის საჭირო
avtuko
15:42 05-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული