შუმის ჯარიმას აპროტესტებს

AutoSharing Option

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს მორიგი უსიამოვნება გადახდა თავს. გერმანიის გრან-პრიზე თავისუფალი პრაქტიკისას, შუმიმ ბოქსებში დაშვებულ სიჩქარეს საათში 4 კილომეტრით გადააჭარბა და ამისთვის 1000 ევროს გადახდა მოუწია. თუმცა გერმანული პრესის ცნობით, ამ დღეებში ეს არ არის ლეგენდარული ავტომრბოლისთვის სიჩქარის გადამეტების ერთადერთი შემთხვევა.

როგორც გაზეთი "ბილდი" წერს, ქალაქ ტრაუნშტაინის სასამართლო განიხილავს ავტოსაგზაო წესების დარღვევის ფაქტს. საქმეში სწორედ მიხაელ შუმახერის სახელი და გვარი ფიგურირებს. აღმოჩნდა, რომ "მერსედესის" პილოტმა სუპერკარი Weismann იქირავა და ავტობანის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც მოძრაობა საათში 100 კილომეტრით არის დაშვებული,

120 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

თავად შუმახერი ამ ფაქტს არ ეთანხმება და არ აპირებს ჯარიმის გადახდას. "ჩვენ დაბეჯითებით ვამტკიცებთ, რომ მიხაელი არ იჯდა იმ მანქანის საჭესთან", - ამბობს ავტომრბოლის პრესმდივანი საბინე კემი. სასამართლოს პირველ სხდომაზე არც შუმახერი და არც მისი ადვოკატი არ მისულან. ასე რომ, გერმანელს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ჯარიმის გადახდა, რადგან სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხდდა.

ცნობისთვის, თუ შუმახერის ბრალი დამტკიცდა, მას სიჩქარის გადაჭარბებისთვის 140 ევრო ექნება გადასახდელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული