საკვალიფიკაციო რბოლა ამჯერადაც ფეტელმა მოიგო

AutoSharing Option
"რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა მალაიზიის გრან-პრის საკვალიფიკაციო რბოლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაც მოქმედი ჩემპიონისთვის 2011 წლის სეზონში მეორე შესაძლებლობიდან მეორე, კარიერაში კი მე-17 პოულ-პოზიციაა.

გერმანელმა 0.1 წამზე ოდნავ მეტი დროით აჯობა "მაკლარენის" პილოტს, ლუის ჰემილტონს, რომელსაც პირველი პოზიცია ბოლო მომენტშიღა დაათმობინა.

მესამე და მეოთხე პოზიციები "ფერარისა" და "რენოს" პილოტებმა გაინაწილეს. კვალიფიკაციაში მეხუთე და მეექვსე ფერნანდო ალონსო და ნიკ ჰაიდფელდი, მეშვიდე და მერვე კი - ფელიპე მასა და ვიტალი პეტროვი იყვნენ. ათეულში მოხვდნენ "მერსედეს გპ"-ის პილოტი ნიკო როსბერგი და "ზაუბერის"
მრბოლი კამუი კობაიასი.

საუკეთესო ათეულში კვლავაც ვერ მოხვდა მიხაელ შუმახერი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, როგორც პირველ ეტაპზე მელბურნში, ამჯერადაც მეთერთმეტეა.

ავსტრალიის გრან-პრისგან განსხვავებით, გუნდ HRT-ის პილოტებმა კვალიფიკაციის პირველი სეგმენტის საუკეთესო დროის 107-პროცენტიანი ბარიერი დაძლიეს და ვიტანტონიო ლიუციც და ნარაინ კარტიკეიანიც რბოლაში სტარტზე იქნებიან.

ბოლო სასტარტო რიგიდან რბოლას რუსული ლიცენზიით მოასპარეზე Marussia Virgin Racing დაიწყებს.

ამრიგად, 2011 წლის სეზონის მეორე რბოლაში, რომელიც კვირას, 10 აპრილს გაიმართება, მონაწილოებას 24 პილოტი მიიღეს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული