შოუ შედგა

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის გუნდების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ განახლებულმა ტექნიკურმა რეგლამენტმა, მათ შორის მოძრავი უკანა ფრთის შემოღებამ, KERS-ის სისტემის დაბრუნებამ და აგრეთვე "პირელის" საბურავებზე გადასვლამ შესამჩნევად აამაღლა რბოლების სანახაობრივი მხარე.

"ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის, - ამბობს "ლოტუს რენოს" შეფი ერიკ ბულიე. - თუ თქვენ ნამდვილი პროფესიონალი ხართ, მე კი საკუთარ თავს მათ რიცხვს მივაკუთვნებ, მაშინ უნდა მოგწონდეთ, როცა მრბოლელები ტექნიკის შესაძლებლობების ზღვარზე აწარმოებენ ბრძოლას და ტრასაზე მანქანები ოდნავ ეხებიან ერთმანეთს.

მართვადი უკანა ფრთა ამართლებს მის შექმნაზე დახარჯულ თანხებს, თუმცა ის არ მუშაობს
ზოგიერთ ტრასაზე, მაგალითად, ავსტრალიაში.
მაგრამ იქ, სადაც გრძელი სწორი მონაკვეთებია, ეს სიახლე ნორმალურ ეფექტს იძლევა".
"მაკლარენის" ხელმძღვანელის მარტინ უიტმარშის აზრით, "პირელის" საბურავებზე გადასვლამ ეტაპები უფრო საინტერესოდ აქცია: "მიმაჩნია, რომ მალაიზიის გრანპრის ცუდად არ ჩაუვლია და საბურავებთან დაკავშირებულმა სიტუაციამ აამაღლა სანახაობრივი მხარე. ასე იმიტომ მოხდა, რომ სხვადასხვა გუნდის პილოტები ცდილობენ რბოლის სხვადასხვა ფაზაში დაზოგონ საბურავი.
"პირელიმ" ძალიან ცოტა ტესტი ჩაატარა და ჩვენ უნდა მივულოცოთ იტალიური კომპანიის თანამშრომლებს: მათ კარგ შედეგებს მიაღწიეს. ზოგიერთმა პილოტმა, შესაძლოა, დაიჩივლოს საბურავების ცალკეულ კომპლექტზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: საბურავი უსაფრთხო გამოვიდა და ამასთან გუნდები იძულებულნი არიან გადაწყვიტონ საინტერესო და რთული ამოცანები, რაც, საერთო ჯამში, ხარისხიანს შოუს გვაძლევს".

"რედ ბულის" დირექტორი კრისტიან ჰორნერი მიიჩნევს, რომ ახალმა წესებმა გაურთულა ცხოვრება გუნდებს, სამაგიეროდ გულშემატკივრებისთვის რბოლები უფრო საინტერესო სანახავი გახდა: "რა თქმა უნდა, სიტუაცია ტრასაზე უფრო დაძაბული გახდა. ეს შეიძლება შევადაროთ ავიადისპეტჩერის ღამის კოშმარს, როცა სამუშაოს მოცულობა უბრალოდ კოლოსალურია: ცდილობთ გაიგოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია ტრასაზე, მიაქციოთ ყურადღება საბურავების ცვეთას, სწორად შეარჩიოთ საბურავი ორივე მანქანისთვის.
ეს ყველაფერი მართლაც დადებითად მოქმედებს სანახაობრივ მხარეზე, ახალი ელემენტი შემოაქვს რბოლაში. ჩემთვის რთულია გრანპრის მთლიანობაში განხილვა, რადგან საკუთარი საქმით ვიყავი დაკავებული და რბოლა ფაქტობრივად არ მინახავს.

თუმცა ვიცი, რომ პილოტებს შორის ორთაბრძოლები მრავლად იყო. მაგალითად, დიდი ბრძოლა გამართეს ალონსომ და ჰემილტონმა, ვნახეთ, რომ მარკ უებერს შეექმნა პრობლემები პირველ წრეზე, მაგრამ შემდეგ დაიბრუნა დაკარგული. ასე რომ, ახალი წესები, როგორც ჩანს, პოზიტიურ როლს თამაშობენ, რადგან მათ გარეშე რბოლა სტატიკური იქნებოდა.
ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის და რამდენიმე რბოლის შემდეგ გვეცოდინება რამდენიმე კანონზომიერება, რომელიც გავლენას ახდენენ გრანპრის მსვლელობაზე".

"ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ დაამატა: "თუ სანახაობრივ მხარეზე ვილაპარაკებთ, მაყურებლისთვის საინტერესო სანახავია როგორ იხსნება და იხურება უკანა ანტიფრთა, როგორ უახლოვდებიან ბოლიდები ერთმანეთს და იწყება ბრძოლა...
მეორეს მხრივ, პუბლიკისთვის არც ისე იოლია მომხდარის აღქმა, რადგან თვით გუნდებისთვის ბოლომდე ყველაფერი არ არის გარკვეული. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ - ახლა უკვე ასე მიმდინარეობს რბოლები. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ახალი წესები თამაშის ნაწილი გახდა.."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული