რეიტინგი სებასტიან ფეტელისაა

AutoSharing Option
მალაიზიის გრანპრიზე გამარჯვებამ კიდევ უფრო გაამყარა სებასტიან ფეტელის პოზიციები ფორმულა 1-ში. გარდა ამისა, "რედ ბულის" ახალგაზრდა პილოტი ძალიან კომფორტულად ლიდერობს საერთო სარბოლო რეიტინგს, რომელსაც ყოველი უქმეების შემდეგ კომპანია Castrol ადგენს.

პოულმა, 54 წრე ლიდერობამ და პოდუმის უმაღლესმა საფეხურმა რეიტინგში გერმანელის პირველობა ზედიზედ 55 კვირამდე აიყვანა. ხოლო მისი ამჟამინდელი შედეგი - 25 647 ქულა მაქსიმალურია ამ კლასიფიკაციის არსებობის ისტორიაში.

გასული უქმეების შემდეგ Castrol-ის რეიტინგის პირველ ათეულში შესამჩნევი ცვლილებები არ მომხდარა. მხოლოდ ნასკარის ჩემპიონატის ახალმა ლიდერმა კარლ ედვარდსმა მორიგ "ოვალურ" რბოლაში მესამე
ადგილზე გასვლით მე-11 პოზიციიდან მეცხრეზე გადაინაცვლა და შეავიწროვა თავისი კოლეგები - ჯიმი ჯონსონი და კევინ ჰარვიკი.

გასულ კვირას ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია ნიკ ჰაიდფელდმა. 2009 წელს გერმანელი მსოფლიოს 50 საუკეთესო პილოტს შორის იყო, მაგრამ კარიერაში პაუზამ ის მეხუთე ასეულში გადააგდო. მაგრამ "სეპანგზე" პოდიუმმა "ლოტუს-რენოს" პილოტი 127 საფეხურით მაღლა აიყვანა და ახლა ნიკი 206-ე ადგილს იკავებს.

შემდეგ უქმეებზე უფრო მეტი ეტაპი ჩატარდება და რეიტინგში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ახალი რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 25 647
2. მ. უებერი (ფორმულა 1) 22 342
3. ს. ლოები (რალი) 20 354
4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 652
5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 638
6. უ. პაუერი (IndyCar) 18 102
7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 806
8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 506
9. კ. ედვარდსი (NASCAR) 15 684
10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 607

ფოტოზე: ნიკ ჰაიდფელდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული