"რედ ბული" ჩინეთში ყველაზე სწრაფია

AutoSharing Option
საერთო ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონატის ლიდერმა, "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა სეზონის მესამე ეტაპის "ჩინეთის გრან-პრის" წინ თავისუფალი რბოლის პირველ სესიაში საუკეთესო დრო აჩვენა. მან გუნდში თავის პარტნიორს, მარკ ვებერს ექვსი მეათედი წამით გაუსწრო, რომელმაც ტრასაზე ყველაზე მეტი - 27 წრე გაიარა.

დანარჩენი მრბოლელები "ხარებს" ორ წამზე მეტი ხნით ჩამორჩნენ, მათგან საუკეთესო კი ლუის ჰამილტონი იყო, რომელიც "მაკლარენიდან" მის კოლეგა ჯენსონ ბატონზე ოდნავ სწრაფი აღმოჩნდა. მეხუთე შედეგი წინა ეტაპზე მალაიზიაში მესამე ადგილზე გასულ ნიკ ჰაიდფელდს ჰქონ
და, რომელმაც სულ ხუთი წრე გაიარა და ბოლიდი გაუფუჭდა.


"ჩინეთის გრან-პრი". თავისუფალი რბოლები, 1 სესია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, "რედ ბული") - 1.38.739
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, "რედ ბული") - ჩამორჩენა 0.615
3. ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, "მაკლარენი") - +2.106
4. ჯენსონ ბატონი (დიდი ბრიტანეთი, "მაკლარენი") - +2.201
5. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, "ლოტუს რენო") - +2.248
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, "ფერარი") - +2.307
7. სერხიო პერესი (მექსიკა, "ზაუბერი") - +2.450
8. პასტორე მალდონადო (ვენესუელა, "უილიამსი" - +2.483
9. ვიტალი პეტროვი ვიტალი პეტროვი (რუსეთი, "ლოტუს რენო") - +2.492
10. სებასტიან ბუემი (სვეიცარია, "ტორო როსო") - +2.589.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული