ჰემილტონს "მაკლარენი" აღარ უნდა?

AutoSharing Option
საყოველთაოდ ცნობილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აიყვანა "მაკლარენმა" ნორჩი კარტინგისტი ლუის ჰემილტონი და მისგან მსოფლიოს ჩემპიონი გაზარდა.

2007 წელს ბრიტანული საჯინიბოს რიგებში დებიუტის შემდეგ ლუისმა 14 რბოლის მოგება შეძლო. გუნდი და პილოტი მუდმივად ეფიცებოდნენ ერთმანეთს ერთგულებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ იდეალურ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.

ბრიტანელმა ცხადად მიანიშნა ყველას, რომ არ დარჩება "მაკლარენში", თუ გუნდი მას საჩემპიონო ბოლიდს არ მოუმზადებს. შანხაის ავტოდრომის პადოკში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა განაცხადა: "მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების გ
არდა სხვა მიზანი არ მაინტერესებს. დიდი ხანი არ არის, რაც ფორმულა 1-ში გამოვდივარ. გამიმართლა იმ მხრივ, რომ მოვხვდი გუნდში, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი - ტიტულებს მოგება მინდა".

კითხვაზე - აქვს თუ არა "მაკლარენის" მიმართ მის ერთგულებას საზღვარი - ჰემილტონმა უპასუხა: "დიახ, ასეთი ზღვარი არსებობს. მე ყოველთვის მომწონდა აქ გამოსვლა და ვისურვებდი თანამშრომლობის გაგრძელებას, მაგრამ უნდა შევხედო - რომელ ადგილზე დავასრულებთ ამ სეზონს. ამის შემდეგ გავაკეთებ დასკვნებს".

ჰემილტონის მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლის ბოლოს იწურება. ახლა ლუისი და მისი ახალი მენეჯერები პილოტის კარიერის განვითარების ვარიანტებს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს ხშირად იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "რედ ბული" სებასტიან ფეტელისა და ჰემილტონის სუპერწყვილის შექმნას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული