კვალიფიკაცია ზედიზედ მესამედ ფეტელისაა

AutoSharing Option
"რედ ბულის" გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა ჩინეთის გრან-პრის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო, რითაც ფორმულა 1-ის წლევანდელ ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ პოულ-პოზიცია მოიპოვა.

"დღეს კარგად გავისარჯეთ, მაგრამ ხვალ ყველაფერი თავიდან უნდა გავაკეთოთ: წინ გრძელი რბოლა გველის და რა თქმა უნდა, მისგან ქულების აღებას ველით, - განაცხადა ფეტელმა შაბათის საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ. - ჩემმა ბოლიდმა შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა – ყველაფერი წესრიგშია, თუმცა მოდუნების უფლება არ მაქვს, რადგან კვალიფიკაციის შედეგები ხვალინდელ ვითარებაზე ნაკლებად იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ რბოლის საუკეთესო პოზიციიდან დავიწყებთ."

მეორე საუკეთესო დრო "მაკლარენით"
ჯენსონ ბატონმა აჩვენა, მისი მეწყვილე ლუის ჰემილტონი კი მესამე იყო. მეოთხე შედეგი აჩვენა ნიკო როსბერგმა ("მერსედესი"). "ფერარის" პილოტები: ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა ხვალინდელი რბოლის სტარტზე მესამე რიგს დაიკავებენ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული