რა სჭირს "ფერარის"?

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონი "ფერარისთავის" ძალიან ცუდად დაიწყო - ჩინეთის გრანპრიზე მეექვსე და მეშვიდე ადგილი აშკარად არ შეესაბამება იტალიური საჯინიბოს ამბიციებს.

ჯერჯერობით იტალიელთა ანგარიშზე არც ერთი პოდიუმი არ არის, არადა, უკვე სამი ეტაპი ჩატარდა. "სკუდერია" ტემპში აგებს თავის კონკურენტებთან და ძალიან ჩამორჩება სეზონის ლიდერ "რედ ბულს". ამიტომაც "ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო თავისი შეგირდებისგან პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტას ითხოვს, რომელიც ბოლიდის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

"მიმდინარე შედეგები არაფრით არ შეესაბამება ჩვენს მოლოდინს. იმედი მაქვს, რომ ინჟინრები მთელს თავიანთ პროფესიონალიზმს წარმოაჩენენ, რათა უმცირეს ვადაში გააუმჯობესონ
ჩვენი ბოლიდი.

მინდა, რომ "ფერარის" ბოლიდები აჩვენებდნენ ისეთ შედეგებს, რომელსაც ჩვენგან გულშემატკივრები ითხოვენ", - ამბობს ლუკა დე მონტეძემოლო.

"ფერარის" კრიზისს გამოეხმაურა "რენოს" ყოფილი შეფი, სკანდალურად ცნობილი იტალიელი მენეჯერი ფლავიო ბრიატორე. მანვე მიმდინარე ჩემპიონატში ძალთა თანაფარდობა შეაფასა.

ფლავიო ბრიატორე: "პილოტის ოსტატობას ძველებურად აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სისწრაფე და ეფექტურობა - უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. კარგ პილოტს ბევრის მიღწევა შეუძლია სწრაფი მანქანით, მაგრამ ფერნანდო ალონსოს ახლა არ აქვს ამის შესაძლებლობა - ახალი "ფერარი" არაკონკურენტუნარიანია. "რედ ბულთან" ჩამორჩენა ძალიან დიდია და დღეს "სკუდერიასთვის" უფრო მნიშვნელოვანი კონსტრუქტორთა თასზე მესამე ადგილის შენარჩუნებაა, ვიდრე ლიდერების გამოდევნება.

ფერნანდოს ყოველთვის უნდოდა "ფერარიში" გადასვლა. ერთის მხრივ, ის იქ კომფორტულად გრძნობს თავს, გარდა ამისა იცის, რომ "სკუდერიას" საჭირო პოტენციალი გააჩნია - ფინანსურიც და ტექნიკურიც. მაგრამ სერიოზული პროგრესის მისაღწევად უფრო თამამი და შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. გუნდს რთული პერიოდი უდგას, მათ სასწრაფონ უნდა მონახონ გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, წლევანდელი სეზონი მოსაწყენი გამოვა - "რედ ბულის" მანქანები მიუღწეველია კონკურენტებისთვის, ასე რომ, დაახლოებით ექვსი-შვიდი რბოლის შემდეგ, შესაძლოა, ჩემპიონის ვინაობა გარკვეული იყოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული