ჰემილტონის ძმა უფრო სუსტია

AutoSharing Option
არცთუ ისე წარმატებულად დაიწყო "მაკლარენის" ლიდერის ლუის ჰემილტონის ძმის - 19 წლის ნიკოლას ჰემილტონის კარიერა. მარტში მომხდარი სეროიზული ავარიის მიუხედავად, ახალგაზრდა პილოტმა სარბოლო ლიცენზია მოიპოვა და აპრილის დასაწყისიდან Renault Clio Cup-ის სერიაში ჩაება. უმცროსი ჰემილტონი საჯინიბო Total Control Team-ის ღირსებას იცავს.

ამ უქმეებზე მორიგი ეტაპი ბრიტანეთში "ტრუქტონის" ტრასაზე გაიმართა და პირველივე პრაქტიკაზე ნიკოლასი სერიოზულ ავარიაში მოხვდა - ერთ-ერთ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრასის მიღმა გადავარდა. საბედნიეროდ, პილოტი არ დაზარალებულა, მაგრამ მანქანა ისე დაიმტვრა, რომ ჰემილტონმა მომდევნო დღეს კვალიფიკაციაში მონაწილეობა
ვერ შეძლო.

* * *
იტალიური პრესის ინფორმაციით, Santa Corona-ის ჰოსპიტალმა 100 ათასი ევროს ოდენობის ანგარიში გამოუწერა რობერტ კუბიცას იმ მკურნალობის კურსისთვის, რომელიც თებერვლის ავარიის შემდეგ ამ კლინიკაში მიმდინარეობდა. პოლონელი პილოტი საავადმყოფოში 76 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და ოთხი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. მის ყველა დანახარჯს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

ჟურნალისტებისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ კუბიცამ ვატიკანისგან მიწვევა მიიღო იოანე პავლე II-ს წმინდანად კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად, მაგრამ პილოტის მენეჯერმა განაცხადა, რომ რობერტი სტუმრების სიაში არ იქნება, რადგან რეაბილიტაციის შემდეგი კურსის წინ "ლოსტუს-რენოს" პილოტს სრული სიმშვიდე ესაჭიროება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ გოლზე ეჭვი მაქვს ძალით მოცემულია მცველების მოქმედებას შეხედეთ გამოიძიეთ ჩვენი სახელი გააქვთ ასეთი რამ დაუშვებელია
Night
20:35 03-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული