ორჯერ უფრო მდიდარი

AutoSharing Option
ბრიტანულმა გაზეთმა Sunday Times-მა გამოაქვეყნა ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია. მასში 23-ე ადგილს იკავებს ფორმულა 1-ის მენეჯმენტის ხელმძღვანელი ბერნი ექლსტოუნი. მისი კაპიტალი 2.5 მილიონ ფუნტს შეადგენს, არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ ეს თანხა "მხოლოდ" 1.375 მილიარდს შეადგენდა. ასე რომ, 12 თვის განმავლობაში ბერნი ორჯერ უფრო მდიდარი გახდა!

Sunday Times-ის სიაში სხვა პიროვნებებიც არიან, რომლებსაც ფორმულა 1-თან აქვთ შეხება. მაგალითად, არისტოკრატი ჯონ დამფრიზი, რომელიც 1986 წელს "ლოტუსის" რიგებში გამოდიოდა - მისი ქონება 110 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ამ თანხის დიდი
ნაწილი ყოფილ პილოტს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

"ფერარის" ყოფილი წევრის ედი ირვაინის საბანკო ანგარიში 80 მილიონ ფუნტს ითვლის, მსოფლიოს ჩემპიონი ჯოდი შექტერი 60 მილიონის მფლობელია, დევიდ რიჩარდსის აქტივების ოდენობა 58 მილიონს შეადგენს, დევიდ კულტჰარდმა და ლუის ჰემილტონმა კი 50 მილიონი გამოიმუშავეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული