რალი კიმის პრიორიტეტია

AutoSharing Option
კვირაზე ნაკლები რჩება ნასკარის სერიაში კიმი რაიკონენის დებიუტამდე. 20 მაისს შარლოტის ოვალზე ფინელი Toyota Tundra-ს პიკაპის საჭეს მიუჯდება. როგორც ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი ამბობს, ის ახალ სერიას მხოლოდ იმ დროს დაუთმობს, რომელიც რალის მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლისას გაუნთავისუფლდება. კიმი აცხადებს, რომ წელს მისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ რალის პირველობა გახლავთ.

"არ მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ რბოლაში, თუ ის ხელს შეუშლის ჩემს გამოსვლას რალის მსოფლიოს ჩემპიონატზე, - განაცხადა რაიკონენმა. - მე ნასკარის ის სერიები ავირჩიე, რომლებიც დროში არ ემთხვევა რალის სტარტებს. თავისუფალ დროს გავაკეთებ
იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლი. არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. ჩემი პილოტაჟი რალიში აშკარად გაუმჯობესდა და უკვე შემიძლია უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა. ახლა ჩემი მთავარი მიზანი - რალიში პროგრესის მიღწევაა".

გასულ თვეში 31 წლის ფინელი ახლოს იყო თავის კარიერაში საუკეთესო შედეგთან - იორდანიის ეტაპზე მან მხოლოდ ბოლო მომენტში დაკარგა მეხუთე ადგილი. რალიში შემდეგი ეტაპი ივნისის დასაწყისში საბერძნეთში გაიმართება, მანამდე კი კიმი რამდენჯერმე ცდის ძალებს ოკეანის გაღმა.

"მე მივუჯექი პიკაპის საჭეს და რამდენიმე წრე გავიარე კიმისა და ჩემი შედეგების შესადარებლად, - განაცხადა ტესტების შესახებ კიმის გუნდის წევრმა კაილ ბუშმა. - აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთნაირი დროები გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული