ალონსო "ფერარის" 2016 წლის ბოლომდე უერთგულებს

AutoSharing Option
ესპანეთის გრან პრის წინ "ფერარის" გუნდმა და ფერნანდო ალონსომ კონტრაქტის თაობაზე მოილაპარაკეს და მის 2016 წლის სეზონის ბოლომდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდენენ.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ პილოტთან, რომელიც გამარჯვებულის მენტალიტეტს მაშინაც კი ავლენს, როდესაც რთულ სიტუაციაშია, - განაცხადა "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ. – ფერნანდოს, როგორც პროფესიონალური, ისე პიროვნული, ყველა აუცილებელი თვისება აქვს, რათა "ფერარის" ისტორიაში ლიდერის როლი ითამაშოს და ვიმედოვნებ, რომ ის მას გამარჯვებებით გაამდიდრებს".

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავი ფერნანდო ალონსომაც გამოიდო: "ბედნიერი ვარ, რომ "ფერარისთან" კონტრაქტი გავახანგრძლივე. ამ
გუნდში თავი კომფორტულად პირველი დღეებიდანვე ვიგრძენი, დღეს კი ჩემი მეორე ოჯახია. მე მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც მარანელოში შრომობენ და მათიც, ვინც მათ ხელმძღვანელობს.

ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ "ფორმულა 1"-ში კარიერას სწორედ ამ გუნდში დავასრულებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული