დებიუტანტის ტრაგედია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის სამყარო და ამ სერიის გულშემატკივრები მონაკოს გრანპრით ცხოვრობდნენ, ოკეანის გაღმა კი მონტე კარლოს ქუჩებში გამართული ბატალიებისთვის არ ეცალათ - ინდიანაპოლისში მეასედ გაიმართა სახელგანთქმული რბოლა - "ინდი 500".

რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოვყვებით 200-წრიანი რბოლის პერიპეტიების აღწერას და მხოლოდ დებიუტანტ ჯეი-არ ჰილდებრანდის ტრაგედიაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერის პოზიციაზე ერთმანეთს ცვლიდნენ დონ უელდონი, "ინდი 500"-ის შარშანდელი გამარჯვებული დარიო ფრანკიტი, სკოტ დიქსონი და პოულის მფლობელი ალექს ტალიანი.

ამ ოთხეულიდან პირველი ბრძოლას ტალიანი გამოეთიშა, რომელმაც კედელთან
შეჯახება ვერ აიცილა თავიდან. შემდეგი იყო ფრანკიტი - მან გარისკა და ნაადრევად შევიდა ბოლო პიტსტოპზე საწვავის შესავსებად. მისი გუნდის - "გენასის" მექანიკოსების გათვლით, საწვავი ფინიშამდე საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ გათვალეს და შოტლანდიელი ბრძოლას ჩამოცილდა.

ამ მხრივ ყველაზე სწორი გათვლა გააკეთა ჰილდებრანდმა. მას შემდეგ, რაც ყველა ლიდერმა დაგეგმილი პიტსტოპი შეასრულა, 23 წლის ამერიკელი სათავეში მოექცა რბოლას და წესით უპრობლემოდ უნდა მიეღწია გამარჯვებისთვის. მაგრამ აქ სასწაული მოხდა. ბოლო მოსახვევიდან გამოსვლისას ჰილდებრანდი მთელი ძალით შეასკდა კედელს. დამსხვრეულმა ბოლიდმა ინერციით განაგრძო სვლა ფინიშის ხაზისკენ, მაგრამ ბოლო ათ მეტრში მას "საღსალამათი" უელდონი წამოეწია და გაიმარჯვა საიუბილეო რბოლაში. ჰილდებრანდმა კი მანქანიდან ამოსვლის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა...

რბოლის შედეგი
1. დენ უელდონი (Bryan Herta Autosport) - 200 წრე
2. ჯეი-არ ჰილდებრანდი (Panther Racing) - +2.1086
3. გრემ რეიჰოლი (Chip Ganassi Racing) - +5.5949
4. ტონი კანაანი (KV Racing Technology) - +7.4870
5. ორიოლ სერვია (Newman/Haas Racing) - +8.8757
6. სკოტ დიქსონი (Chip Ganassi Racing) - +9.5434
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული