"დიდი ცირკი" მაყურებელს იბრუნებს

AutoSharing Option
ტელეკომპანია BBC-მ, რომელიც ფორმულა 1-ის რბოლების ტრანსლიაციის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, გამოაცხადა, რომ ამ სეზონში მკეთრად იმატა ტელემაყურებელთა რიცხვმა.

მონაკოს გრანპრის დროს კი საერთოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდა: ბრიტანულ არხზე აუდიტორიამ 6.1 მილიონი ადამიანი შეადგინა.

BBC-ში დარწმუნებული არიან, რომ მაყურებელთა მხრიდან ინტერესის ზრდა წესებში ცვლილებებმა გამოიწვია, კერძოდ, გაიზარდა გასწრებების რიცხვი.


* * *
მონაკოს გრანპრიზე მომხდარი ავარიების გამო ამ ეტაპის ორგანიზატორებმა ტრასის კონფიგურაციის კორექტირება გადაწყვიტეს. ცვლილება შეეხება იმ დამცავ ბარიერს, რომელიც პილოტებს გვირაბიდან გამოსვლისას ხვდებათ. სწორედ ტრასის ამ
მონაკვეთზე მოხვდა ავარიაში "ზაუბერის" პილოტი სერხიო პერესი. მექსიკელმა იმ ინციდენტის შემდეგ ორი დღე საავადმყოფოში გაატარა.

ბარიერს 20 მეტრით მიაახლოვებენ გვირაბს, სადაც ამჟამად ვიდეოკამერები და სპეცტექნიკა იყო განთავსებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული