ბაჰრეინი 30 ოქტომბერს

AutoSharing Option
ბაჰრეინის გრანპრი 30 ოქტომბერს გაიმართება, ინდოეთის ეტაპი კი დახურავს სეზონს, თუმცა მისი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ბაჰრეინის რბოლასთან დაკავშირებით.

"ეს სასიხარულო ინფორმაციაა ბაჰრეინისთვის. ქვეყანას რთული პერიოდი უდგას, მაგრამ სტაბილურობა ბრუნდება, ბიზნესი პრაქტიკულად ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს, საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია...

ბაჰრეინის გრანპრის ჩატარებით გვინდა შევახსენოთ მთელს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის შესახებ. მთელი ბაჰრეინის სახელით მადლობას ვუხდი ბერნი ექლსტოუნს, ჟან ტოდტს, ფედერაციასა და მთლიანად ავტოსპორტის სამყაროს მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ბაჰრეინის ეტაპის დირექტორმა ზაიედ ალზაიანიმ.


* * *
გუშინვე გამოქვეყნდა 2012 წლის სეზონის კალენდარი. მთავარი სიახლე ის არის, რომ ჩემპიონატს უბრუნდება ამერიკის გრანპრი, რის გამოც გაისად სეზონში 21 რბოლა იქნება:

11 მარტი - ბაჰრეინი
18 მარტი - ავსტრალია
1 აპრილი - მალაიზია
8 აპრილი - ჩინეთი
22 აპრილი - კორეა
6 მაისი - თურქეთი
10 მაისი - ესპანეთი
27 მაისი - მონაკო
10 ივნისი - კანადა
17 ივნისი - აშშ
1 ივლისი - ევროპა
15 ივლისი - ბრიტანეთი
29 ივლისი - გერმანია
5 აგვისტო - უნგრეთი
2 სექტემბერი - ბელგია
9 სექტემბერი - იტალია
30 სექტემბერი - სინგაპური
14 ოქტომბერი - იაპონია
28 ოქტომბერი - ინდოეთი
11 ნოემბერი - აბუ დაბი
25 ნოემბერი - ბრაზილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული