სებასტიან ფეტელი: ჩემპიონობამდე ჯერ ადრეა

AutoSharing Option
ყველა პილოტს კანადის გრანპრის შესახებ საკუთარი მოგონებები აქვს. მაგალითად, 2007 წლის რბოლიდან ძირითადად ახსოლვთ რობერტ კუბიცას ავარია, რომელიც იმ დროს "BMW-ზაუბერში" გამოდიოდა. სებასტიან ფეტელი, მაშინ ჯერ კიდევ 19 წლის ბიჭი სარეზერვო პილოტი იყო და პოლონელი შემდეგ ეტაპზე ინდიანაპოლისში შეცვალა. თუმცა კანადური უქმეები მას კიდევ ერთი რამით დაამახსოვრდა...

- "ზაუბერის" ერთ-ერთმა მექანიკოსმა საღამოს მონრეალის ცნობილ სექსკლუბში წამიყვანა, მაგრამ ამ სანახაობას ვერ გავუძელი და გამოვიქეცი.

- კანადაში გადაფრენისას რით ხართ დაკავებული თვითმფრინავში? ფრენა ხომ შვიდი საათის განმავლობაში გრძელდება...
- ჩვეულებრივ, ასეთი ხანგრძლივი
მოგზაურობისას ვასწრებ ორი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ნახვას, თან მუდამ თან მაქვს iPod, ასე რომ მუსიკაც მშველის.

- ძილს არ იშველიებთ?
- თვითმფრინავში ძილი არ არის სასარგებლო, რადგან კანადაში ადგილობრივი დროით დღის სამ საათზე ჩავდივართ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავერთო კანადურ რითმში.

- რას ელოდებით კანადის გრანპრისგან 2011 წლის სეზონში, რომელშიც ექვსიდან ხუთი რბოლა გაქვთ მოგებული?
- რა თქმა უნდა, მორიგ წარმატებას. თუმცა კვალში გვიდგას "მაკლარენი". შარშან მონრეალში ჩემს მანქანს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ამიტომაც ლუის ჰემილტონის, ჯენსონ ბატონისა და ფერნანდო ალონსოს შემდეგ მეოთხე ადგილი დავიკავე.

- ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად მიგიჩნევენ და საბუკმეიკერო კანტორებში თქვენს ჩემპიონობაზე კოეფიციენტი უკვე 1.15-მდე დაეცა. ხოლო თქვენს წინააღმდეგ თანხის დადების შემთხვევაში, ყოველ დახარჯულ 10 ევროზე 42 ევროს აიღებთ...
- ასე ნაადრევ პროგნოზებს არ გავაკეთებდი. ჩემპიონატი გრძელია და, რა თქმა უნდა, მისი ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება უიღბლო სერია დაგვეწყოს ან "რედ ბული" ტექნიკამ დააღალატოს...

- მონრეალში, როგორც წესი, არ გამართლებთ: მაგალითად, შარშან გზად აეროპორტიდან სასტუმროსკენ ვიღაცამ თქვენი საკრედიტო ბარათი მოიპარა.
- სანამ დანაკარგი შევამჩნიე და ბარათი დავბლოკე, ვიღაც ცუდმა ადამიანმა მოასწრო ვახშმობა და ამაში 600 ევრო გადაიხადა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია ასეთი სტილის ინფორმაცია, ანუ რტეკის მიღმა ინფორმაციები ,მინდა გთხოვოთ , თუ შესაძლებელია დადოთ პილოტების ინტერვუები რომელიც ოფიციალურ საიტზე თითქმის ყოველ დღე იდება F1.com -ზე , მგონია რომ საინტერესო იქნება მისი გაცნობაც
avtuko
22:36 10-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული